14 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
დააკავეს ქართველი "კანონიერი ქურდი" მეტსახელად "პრინცი"

უკრაინაში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს.

უკრაინის ეროვნული პოლიცია ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა “რუსთავი2“-მა გაარკვია, რომ დაკავებულია 60 წლის პაატა ჩხარტიშვილი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “პრინცის“ მეტსახელით იცნობენ.

უკრაინული გამოძიება ჩხარტიშვილს ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობას ედავება. მას ზაპოროჟიეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის: ბოლო დღეებში უკრაინის რამდენიმე ქალაქში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში არაერთი კრიმინალური “ავტორიტეტი“ დააპატიმრეს, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა, ნაწილი კი ქვეყნიდან გააძევეს.

დღის ამბები