19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმე ეხება ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის და ეკა ქობესაშვილის დაცვის უფლების შეზღუდვას.

მხარე ასაჩივრებს ფაქტს, რა დროსაც საქმის ერთ-ერთ ეტაპზე პროკურატურამ ადვოკატები დაკითხა, როგორც მოწმეები, რაც ლია მუხაშავრიას განმარტებით, კანონით დაუშვებელია.

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე, ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი,  სასამართლომ მოწმეებად დაკითხა. კანონი და საერთაშორისო პრაქტიკა კატეგორიულად კრძალავს ადვოკატის დაკითხვას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის საადვოკატო საქმიანობას ასრულებს,"- აღნიშნა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ არა თუ ადვოკატებზე, არამედ არც ერთ ადამიანზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა. 

დღის ამბები