18 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას 1 ივნისს გეგმავს

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 მილიონს უახლოვდება, ინფიცირებულთა რიცხვი კი უკვე 170 მილიონს გასცდა.

ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ივნისში კოვაქს პლატფორმას, ვაქცინის 190 მილიონი დოზის დეფიციტი ჰქონდეს.

ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით - საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას, კონკრეტულად კი 1 ივნისს მიიღებენ.

ევროპის წამლის სააგენტომ კი 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

 Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებების ნებართვას გასცემს იაპონია. დანიაში კი ფუნქციონირება დაიწყო "კორონასაპლიკაციამ, რომელიც COVID-19-ის სერთიფიკატს წარმოადგენს.

ციფრული სერთიფიკატი იმოქმედებს როგორც დანიის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას.

დღის ამბები