09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
"ენ-ბი-სი იუნივერსალმა" დონალდ ტრამპთან კონტრაქტები გააუქმა

ამერიკულმა ჰოლდინგმა "ენ-ბი-სი იუნივერსალმა" მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, დონალდ ტრამპთან კონტრაქტები გააუქმა. ამის მიზეზი კი პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ბიზნესმენის არაეთიკური გამონათქვამები გახდა მექსიკელების მიმართ.

მან მექსიკელი მიგრანტები შეერთებული შტატებისთვის პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა და ისინი კრიმინალებად მოიხსენია. ამის გამო ტელეარხმა უარი თქვა ეთერში "მის ამერიკისა" და "მის სამყაროს" კონკურსების გადაცემაზე, რომელიც ტრამპისა და "ენ-ბი-სი"-ს ერთობლივი შოუ იყო.

 

 
დღის ამბები