19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მოძრაობა "საქართველოსთვის" სამ აქტივისტს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტების საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება.

ნიკა ნარსიას, ალბერტ მერებაშვილის და კახა კვეკვესკირის მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.  მათ ბრალად პოლიციის თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ. სასამართლომ სამივეს ფულადი ჯარიმა დააკისრა.

სამოქალაქო აქტივისტები, შსს-მ 14 აპრილს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ეს აქტივისტებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

"დღეს ჩატარდა კიდევ ერთი პოლიტიზირებული სასამართლო, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. დაგვაჯარიმეს, მაგრამ მინდა მივმართო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რომ ეს ჩვენთვის იქნება მომავალ ბრძოლაში სტიმული. თითოეული ეს უსამართლობა ჩვენ გვარწმუნებს, ამ უსამართლობით ჩვენ ვრწმუნდებით, რომ საბრძოლველია, შესაცვლელია ხელისუფლება. ვინაიდან ასე გაგრძელება არ შეიძლება, უსამართლოდ გაგრძელება არ შეიძლება, ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და გვებრძვის ასეთი მახინჯი მეთოდით, რასაც ჰქვია უსამართლობა სასამართლოს სახელით,"- ამბობს  მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი ალბერტ მერებაშვილი.

"ეს არის პოლიტიკური დევნა, იმიტომ, რომ ჩვენ გუშინაც გვქონდა სასამართლო, იქაც დაგვაჯარიმეს 1500 ლარით. სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩვენ ყველას სამოქალაქო აქტივისტზე თითქმის. ჩვენ ამ გაყალბებულ არჩევნებს ისევ გავაპროტესტებთ და ჩვენი პროტესტი არ შეწყდება,"- აცხადებს მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია.

დღის ამბები