სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში 8 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ირიცხება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აუცილებელია შემოწმდეს, რამდენად ადაპტირებულია აღნიშნული პანსიონი შშმ პირთათვის.
"ჩვენი მონიტორინგის ვიზიტის მიზანიც ეს არის, ვნახოთ, არიან თუ არა იქ ბავშვები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, ან არ აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ერთ-ერთი საკითხი, რაც გუშინ შევიტყვეთ, არის ის, რომ 8 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ირიცხება პანსიონში. ესეც სიახლე არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალიან საჩქაროდ არის იქ მონიტორინგი განსახორციელებელი. ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად მიუწვდებათ შშმ ბავშვებს ხელი შესაბამისს სერვისებზე, რამდენად არის გარემო მათთვის ადაპტირებული," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
ცნობისთვის, სასულიერო პირების მონათხრობიდან გაირკვა, რომ პანსიონში ბევრად მეტი ბავშვია, ვიდრე სახალხო დამცველის ანგარიშებშია ასახული. აღსაზრდელთა რიცხვი 2015 წლის შედეგ 57-დან 150-მდეა გაზრდილი.