02 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
მკვლელობა გორში - 42 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

მკვლელობა გორში - ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლულია 42 წლის მამაკაცი. დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

სისხლიანი დაპირისპირება ვერხვების დასახლებაში მოხდა, კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მასრები, ტერიტორიაზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ.

დღის ამბები