17 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
დეტექტიური ჟანრის ნამუშევრები - მხატვარი მურთაზ შველიძე გამოფენისთვის ემზადება

მხატვარი მურთაზ შველიძე გამოფენისთვის ემზადება. ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ტილოები ავტორის 2019 წლის გამოფენის გაგრძელებაა. ეს დეტექტიური ჟანრის ნამუშევრებია, რომლებიც საინტერესო თავგადასავალში გითრევს.

გამოფენასაც ასე დაარქვა - "დეტექტივი". ექსპოზიციაზე, თითქოს, შენც ავტორთან ერთად იძიებ ამ ნახატებში დამალულ საიდუმლოს. ნამუშევრები ერთ საერთო სიუჟეტს ქმნიან. აქ არის როგორც ძალადობა, ასევე კრიმინალი, გარემოს დაცვა და სასიყვარულო თემატიკაც.

დღის ამბები