03 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა - კანადაში სატვირთო მანქანამ მუსლიმი ოჯახის წევრებს გადაუარა

სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა კანადაში - ონტარიოს პროვინციაში სატვირთო მანქანამ მუსლიმი ოჯახის წევრებს გადაუარა.

დაიღუპა 4 ადამიანი, შემთხვევას 9 წლის ბიჭი გადაურჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია კანადის 20 წლის მოქალაქე. პოლიციის განცხადებით, თავდასხმა წინასწარ იყო განზრახული.

დაკავებულს შესაძლოა ბრალი ტერორიზმის მუხლითაც წარედგინოს.

დღის ამბები