28 აგვისტო 2026,   07:37
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა - დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ

ნინოწმინდის პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა - დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარები დღეს სკოლაშიც წავიდნენ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ.

პანსიონის სივრცე "კურიერის" გადამღები ჯგუფისთვის ისევ დახურულია.

ბოლო მონაცემებით, 31-მდე აღსაზრდელი რჩება ამ წუთებში პანსიონატში, 22-მა მათგანმა კი  შენობა უკვე დატოვა.

დღის ამბები