09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
საბერძნეთმა მილიარდ 600 მილიონი ევროს დავალიანება ვერ დაფარა

საბერძნეთმა ვერ დაფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მილიარდ 600 მილიონი ევროს დავალიანება. საბერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამის ვადების ამოწურვის გამო, ქვეყანამ დაკარგა ფინანსური რესურსები.

პროგრამის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა მისი ხანმოკლე ვადით გაგრძელება და ახალი ორწლიანი პროგრამის დაწყება მოითხოვა, თუმცა, ევროპულმა ჯგუფმა ამაზე უარი განაცხადა.

ათენში კი ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ევროპელი კრედიტორების წინადადებებზე დათანხმების მოთხოვნით. რეფერენდუმი ამ საკითხზე საბერძნეთში კვირას გაიმართება.

 
დღის ამბები