03 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ინტერნეტზე წვდომა ქვეყნის მასშტაბით გაურკვეველი მიზეზების გამო შეიზღუდა

დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა გლობალურ ინტერნეტპლატფორმასთან წვდომა შეიზღუდა.  მომხმარებლები ინტერნეტთან წვდომას ვერ ახერხებენ.

Amazon, Etsu, Ebay და Vimeo-ს მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა 10:42 საათზე შეეზღუდათ. მსგავსი პრობლემა ჰქონდათ The Guradgian-ისა და FT-ს მომხმარებლებსაც.

Shopifym PayPal, Spotify, Twitch, Twitter, HMRC, Pinterest, Google, Virgin media და BT-ს მომხმარელებს ანალოგიური პრობლემა შეექმნათ ზუსტად 11:00 საათზე.

მალევე The Guardian-მა Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება: "The Guardian-ის ვებსაიტი და აპლიკაცია ამ მომენტში საკმაოდ ფართო ინტერნეტის ხარვეზის გამო მიუწვდიომელია, რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდებით."

წვდომა იყო შეზღუდული დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ ვებსაიტზეც - gov.uk-ზე, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ error მესიჯები ხვდებოდათ -“Error 503 Service Unavailable”.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები