20 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
თბილისის 5 უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის რამდენიმე უბანს 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), დომენტი ჟღენტის, ახტალის, ბახმაროს, ზიარის, კალიუჟინის, ლისაშვილის, რაჭის, სამღერეთის, სანავარდოს, წერონისის, ბენდელიანის, პიონერის, გომარეთის, ლეჩხუმის, ეფრემ ზაქარაიას, ინტერნატის, ცოტნე დადიანის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, ფილიას, ხუდადოვის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ორბეთის, კდლდეკარის, ნაქალაქევის, ზედამზის, სუვოროვის, ლამისყანის, ხერთვისის, გარეჯის, ლოტკინის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, იაკობ ნიკოლაძის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მიმინოშვილის, ელენე ახვლედიანის, მიხეილ ჯავახიშვილის, ეკალაძის და კობახიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ნოზაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები