ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
ადვოკატები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მუხლი, რომლითაც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეა აღძრული, სამიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.