03 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
თუ რუსეთი საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ-სგან შესაბამის პასუხს მიიღებს - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 8-დღიანი ევროპული ვიზიტი დაიწყო. ჯო ბაიდენი პირველ ლედისთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში უკვე ჩაფრინდა.

"თუ რუსეთის მთავრობა საზიანო მოქმედებებს განახორციელებს, შტატებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს" - ასეთი იყო ბაიდენის განცხადება პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ბრიტანეთის ავიაბაზაზე.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, შტატებს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს.

პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონსა და დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდება, დაესწრება დიდი შვიდიანისა და NATO-ს სამიტებს, მოგზაურობის ბოლოს კი ჟენევაში ვლადიმერ პუტინთან აუდიენცია შედგება.

 

 

დღის ამბები