04 მაისი 2024,   09:16
ვრცლად
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად გამოაცხადა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები "ექსტრემისტულად" გამოაცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა. ნავალნის მიერ დაფუძნებულ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდსა" და მის სხვა ორგანიზაციებში საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში კრემლის კრიტიკოსის მხარდამჭერებს პატიმრობა დაემუქრებათ.

გადაწყვეტილების გამო ნავალნის სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაც შეეზღუდება. "ექსტრემისტულად" გამოცხადებული ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

პატიმრობაში მყოფი ნავალნი, ამბობს რომ მის მხარდამჭერებს მუშაობის ფორმის შეცვლა მოუწევთ და დანებებას არ აპირებენ. ნავალნის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

დღის ამბები