04 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინა NATO-ში არ შევა - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის კრიტიკას განაგრძობს - ვლადიმერ პუტინმა რუსულ არხთან სატელევიზიო ინტერვიუში უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.

რუსეთის ლიდერი ამბობს, რომ NATO-ს გაფართოებას და ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვართან მიახლოებას რუსეთისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინა NATO-ში არ შევა.

პუტინის თქმით, მისი ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდება და მოსკოვამდე მანძილის დასაფარად 10 წუთი დასჭირდება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელების 50%-ს NATO-ში შესვლა არ სურს.

პუტინმა ინტერვიუს მიმდინარეობისას კიევი დონბასის რეგიონთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაშიც დაადანაშაულა.

დღის ამბები