03 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
წყვილმა კრემაცია სხვის გარდაცვლილ ახალშობილს ჩაუტარა - რა მოხდა ავსტრალიის ერთ-ერთ კლინიკაში

ავსტრალიის ქალაქ პერტში, საავადმყოფოს შეცდომის გამო, ოჯახმა კრემაცია სხვის ბავშვს ჩაუტარდა. რიტა და კრის სანტორინის ქალიშვილი ლილი შეეძინათ. ახალშობილი მკვდარი დაიბადა. წყვილმა საავადმყოფოს ბავშვის დაკრძალვის მიზნით 1 კვირაში მიაკითხა.

წყვილმა მალევე შენიშნა, რომ მათ სხვა ბავშვის ცხედარი გადასცეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ასევე შეიტყვეს, რომ მათი გარდაცვლილი შვილის სხეული საავადმყოფომ შეცდომით სხვა ახალგაზრდა მშობლებს გადასცა, რომლებმაც მას კრემაცია უკვე ჩაუტარეს.

სანტორინების ოჯახმა კლინიკის მმართველ სააგენტოს, პათანატომიურ ლაბორატორიას და ქალაქ პერტის სარიტუალო კომპანიას უჩივლა.

წყვილმა განაცხადა, რომ ამ შეცდომის გამო მათ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს. ახალშობილის დედამ აღნიშნა, რომ შფოთვა და პანიკური შეტევები დაეწყო და მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მიმართ ნდობა დაეკარგა.

რიტა და კრის სანტორინები იმ ოჯახს შეეხმიანა, რომელმაც მათ ქალიშვილს კრემაცია ჩაუტარა.

"ისინი კარგი ადამიანები არიან. ჩვენ მათ შემთხვევიდან 1 თვის შემდეგ შევხვდით და მათ ჩვენ ლილის ფოტოები და დამშვიდობების ცერემონიიდან სანთელი გადმოგვცეს," - განაცხადა ლილის დედამ.

North Metropolitan Health Service-ის საავადმყოფოს კომპანია ოპერატორმა და პათოანტომიურმა ლაბორატორიამ ორივე ოჯახის მიმართ ღრმა მწუხარება გამოთქვეს აღნიშნული ვითარების გამო.

შემთხვევა ავსტრალიის ქალაქ პერტში 2017 წლის იანვარში მოხდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ოჯახი, რომელმაც შეცდომით სხვა ახალშობილს ჩაუტარა კრემაცია, სასამართლოში მიმდინარე  დავაში არ მონაწილეობს.

დღის ამბები