01 სექტემბერი 2026,   12:31
ვრცლად
დამნაშავე დაისჯება... - მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტებს არ გამორიცხავს და გამოძიების მომხრეა 

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი. ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება სრულყოფილად უნდა ჩატარდეს და დანაშაულის შემთხვევაში შესაბამისი პირებიც უნდა დაისაჯონ. 

"თუ რამე დარღვევა იყო, აუცილებლად ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება... 

ერთი არის, რომ დარღვევაა და შეიძლება ძალიან ცუდად იქცეოდეს ადამიანი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ გრანტებზე მონადირეები," - განაცხადა მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).

 

 

დღის ამბები