04 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
დღეს მზის დაბნელებაა - დედამიწის მოსახლეობა ზეციურ შოუს, "ცეცხლოვან ბეჭედს" იხილავს 

ზეციური შოუ, ცეცხლოვანი ბეჭედი - ამ სახელითაა ცნობილი მოვლენა, რომლის ხილვაც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, დღეს, 10 ივნისს იქნება შესაძლებელი.

ეს სპეციფიკური მოვლენა დაკავშირებულია რგოლისებრ დაბნელებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარე თითქმის მთლიანად დაფარავს და დაბლოკავს დედამიწისკენ მომავალ მზის სხივებს.

საუკეთესო ხედი მზის მიმართულებით კი არქტიკიდან გაიშლება. მართალია არქტიკის რეგიონში არ ცხოვრობს ბევრი ადამიანი, მაგრამ მსოფლიოს უმეტესობას ექნება საშუალება ამ იშვიათი და საინტერესო სანახაობა იხილოს. არქტიკის გარდა მზის დაბნელება გამოჩნდება შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, ალასკას ჩრდილოეთში, ასევე კანადაში, გრელანდიასა და ევროპა-აზიის გარკვეულ ნაწილებში.

ევროპაში ყველაზე კარგად დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება გაერთიანებულ სამეფოში, კონკრეტულად შოტლანდიაში, საიდანაც მზის დაბნელების 40% გამოჩნდება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

 

დღის ამბები