19 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ტურისტული სეზონი COVID პანდემიის დროს - რა დამატებითი საბუთები უნდა წარადგინონ საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა

საქართველოში საჰაერო სივრციდან მოსახვედრად, პასპორტთან ერთად დამატებითი დოკუმენტაციები გახდა საჭირო. ერთ-ერთი, რაც საზღვარზე ტურისტმა უნდა წარმოადგინოს, COVID ვაქცინით აცრის დამადასტურებელი საბუთია.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც COVID საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა უკვე გაკეთებული აქვს, საქართველოში ჩამოსვლას უპრობლემოდ შეძლებს.

იმ შემთხვევაშ, თუ მოქალაქე ვაქცინირებული არ არის, საჰაერო საზღვრის გადმოკვეთის დროს, საჭიროა წარმოადგინოს ბოლო 72 საათში აღებული PCR ტესტის ნეგატიური შედეგი. ქვეყანაში ჩამოსვლისას კი, 3 დღის შემდეგ, საჭიროა განმეორებითი ტესტირება.

განსხვავებულია სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთის რეგულაციები. სახმელეთო გზით შემოსვლის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აცრის პასპორტთან ერთად სავალდებულოა ჰქონდეს PCR ტესტის პასუხიც. წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრს სავალდებულო 8 დღიანი კარანტინი ელის.

საყურადღებოა ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორები. ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია საზღვარზე წარმოადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტი. ამის შემდეგ მოქალაქეები 14 დღე სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

დღის ამბები