ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღი შემთხვევით, არასწორი მოძრაობის დროს გაუვარდა, რის შედეგადაც ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.
55 წლამდე კაცი ლაგოდეხში, კლინიკა "კელაპტარშია" გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.