20 ნოემბერი 2026,   18:40
ვრცლად
საქართველოში ჩინეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოში ჩინეთის საელჩო, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოში ჩინეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს"- აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება. 

დღის ამბები