20 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
ამირან გამყრელიძე აჭარაში კოვიდვითარებას ეცნობა - NCDC-ის ხელმძღვანელი ქობულეთში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქობულეთში "ევექსის" კლინიკაში იმყოფება.

ამირან გამყრელიძე ადგილზე კოვიდვითარებასა და შესაბამის სამუშაოებს გაეცნო. გამყრელიძე ასევე მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესსაც დაესწრო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დღეს აჭარის შემდეგ გურიის რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებს მოინახულებს, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

დღის ამბები