26 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
უნდა შევიგნოთ, რომ თავი შევიკავოთ, პირბადეს ვერ მოვიხსნით... - ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

არის, თუ არა ქვეყანა მზად ახალი გამოწვევებისთვის - მაშინ როცა, ე.წ. მეოთხე ტალღა დაანონსებულია, კორონავირუსით გარდაცვალებულთა რიცხვი კი კვლავ მაღალი. ბოლო 24 საათში, COVID-19-ს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კოვიდწედების დაცვას კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი შევიკაოთ კიდე 1 წელი. პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება. დისტანცია და წესრიგი უნდა დავიცვათ, დიდი თავყრილობებს თავი ავარიდოთ და ვატაროთ პირბადე, ასევე დავიცვათ სანიტარული ნორმები და აცრები გავიკეთოთ,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

დღეს კორონავირუსით საქართველოში 22 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღის ამბები