19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
როდის დაიწყება ვაქცინირებული პირების წახალისება - მოლოდინები ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღასთან დაკავშირებით

მესამე ტალღის პიკმა გადაირა, თუმცა წინ ზაფხულის ცხელი სეზონი და მომატებული მობილობაა, რაც ინფექციონისტების ვარაუდით, ინფიცირების რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

იმისთვის, რომ ქვეყანამ გასული წლის მსგავსად მძიმე შედეგი არ მიიღოს, საკოორდინაციო საბჭო ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს, მიზანი საზოგადოების წახალისება და იმუნიზაციის პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.

სანამ ქვეყანა მასობრივი იმუნიზაციისთვის საკმარის დოზების მარაგს შეავსებს, მოსახლეობას არჩევანი 2 ვაქცინას შორის აქვს, ესენია ჩინური "სინოვაკი" და "ასტრაზენეკა", რომელზეც ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს. დღევანდელი მონაცემებით, 202 000 პირია ვაქცინირებული, მათგან 64 ათასამდე სრულად აცრილია.

დღის ამბები