უამინდობამ პრობლემები შექმნა თელავში - წვიმის შედეგად სოფელ ნასამხრალში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახლად მოწყობილი სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და უხვ ნალექს ვერ ატარებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.