აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში.
"მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში. ამას თავისი შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება" - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.