31 აგვისტო 2026,   15:07
ვრცლად
წყალტუბოში სასტუმრო "არგო" დარბევის ფაქტზე ერთი ოჯახის სამი წევრი დააკავეს, მათგან ორი ქალბატონი ერთი კი მამაკაცია

წყალტუბოში სასტუმრო "არგოს" დარბევის ფაქტზე, "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ოჯახის სამი წევრი. მათგან ორი ქალბატონი, ერთი კი მამაკაცია. ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.

მომხდარზე სასტუმროს თანამშრომლები საუბრობენ და ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს თანამშრომლებმა ხმაურის გამო შენიშვნა მისცეს, რამაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები გააღიზიანა. 

ნაცემია მფლობელი, ის ტვინის შერყევით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯრები, დაზიანებულია ავეჯი და ინტერიერი. შემთხვევა ღამით ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.

დღის ამბები