19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
მუხრანში შუახნის მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც მისმა შვილმა თავი მოიკლა 

ტრაგედია მუხრანში - სავარაუდოდ, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.

სოფელში მომხდარი ტრაგედია კი ტრაგედიით გაგრძელდა, მამის გარდაცვალების გამო, დავით ჩუგუაშვილის შვილმა, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. 

სოფელში მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

მეზობლებს შორის დაპირისპირება მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

დღის ამბები