19 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან

გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან. როგორც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ხვალ შეთანხმების ბოლო ვადაა, ამიტომ ისინი გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიკადების აღება იყო.

არსებული ინფორმაციით, ხეობაში იმყოფება იმერეთის გუბერნატორი. ამ დროისთვის ის ჰესის მოწინააღმდეგეებს არ შეხვედრია.

აქციის მონაწილეთა თმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტი გუმათში გაგრძელდება.

დღის ამბები