ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს. მათი თქმით, ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე რკინის ბარიკადების აღება მათ ხეობაში შესვლის უფლებად მიიღეს, ამიტომ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ აქტივისტებს დღეს ხეობაში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ. არის შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რეალურად დაპირება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს, ამასთან, განმარტავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან.