28 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
სკანდალური საქმის მოულოდნელი ფინალი - საბერძნეთში 20 წლის გოგოს მკვლელობაში ქართველს ადანაშაულებდნენ, სინამდვილეში მკვლელი მისი ქმარი აღმოჩნდა

საბერძნეთში სკანდალური საქმე მოულოდნელი ფინალით დასრულდა. 20 წლის გოგოს მკვლელობაში ქართველ მამაკაცს ადანაშაულებდნენ, თუმცა დღეს ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სინამდვილეში მკვლელი ახალგაზრდა ქალის მეუღლე აღმოჩნდა. 

გამოცემა "კათიმერინის" ცნობით, ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა.

20 წლის ქალის მკვლელობა ღლიკა ნერაში (ქალაქი საბერძნეთში, ათენის აღმოსავლეთ გარეუბანი) 7 მარტს მოხდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილის – სამოქალაქო ავიაციის 32 წლის პილოტისა და მისი, წარმოშობით ბრიტანელი, 20 წლის მეუღლის სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ და ახალგაზრდა დედა ბალიშით გაგუდეს 11 თვის შვილის გვერდით, მისი ქმარი, 32 წლის პილოტი კი სკამზე მიაბეს.

როგორც ბერძნული მედიისთვის გახდა ცნობილი, სინამდვილეში ყაჩაღობა არ მომხდარა და ეჭვმიტანილი მოკლულის მეუღლეა.

დღის ამბები