19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"რადგან ვთქვი, რომ საზღვარზე გადავიდოდი, საზღვარზე მაინც უნდა გადავიდე - მიხეილ გახელაძე

ზაზა გახელაძის ოჯახი ხვალ აქცია გამართავს. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის მხარდამჭერები ქვემოჭალის სკოლასთან შეიკრიბებიან და სამთავისის პოლიციის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ. მოთხოვნა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაა.

ოჯახს ადგილობრივები და თბილისიდან ჩასული აქტივისტები შეუერთდებიან. დღეს ზაზა გახელაძის მამა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებას, როგორც ნათესავები ამბობენ, ოჯახის გეგმები აქციასთან დაკავშირებით არ შეუცვლია.

"შეგვპირდნენ, რომ ყველანაირად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა ოჯახში დაბრუნდესო. გვირჩია, რომ არ გადავიდეთ საზღვარზე. მე, რადგან ვთქვი, რომ საზღვარზე გადავიდოდი, საზღვარზე მაინც უნდა გადავიდე,"- აცხადებს ზაზა გახელაძის მამა.

დღის ამბები