27 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
ურეკში სასტუმრო იწვის

ამ წუთებში, ურეკში სასტუმრო "ვილა 4" ხანძარია.

ცეცხლი სამ სართულიანი სამტუმროს მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია.

ადგილზე მიბილიზებული არიან ოზურგეთისა და შეკვეთილის სამაშველო ბრიგადები, ასევე ბრიგადებს ელოდებიან ფოთიდან და ქობულეთიდან. 

სასტუმროში იმყოფებოდა ერთი ადამიანი, რომელმაც დროულად დატოვა შენობა. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები