19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის გოგოს საქმე - რატომ მოითხოვს ოჯახი ექიმების დასჯას

გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემდეგ, 20 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის, ახალგაზრდა ქალის ოჯახი, ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს.

სოფო კვარაცხელიას ახლობლების თქმით, ის შეუძლოდ გახდა, თუმცა კლინიკაში თავისი ფეხით შევიდა და მძიმე მდგომარეობაში არ იყო.

ოჯახის თქმით, მათ არ იციან რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები. ისინი, როგორც მკურნალი, ასევე იმ ექიმების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.  

ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, წარსულში ჩატარებული ოპერაცია კი გართულების მიზეზი ვერ გახდებოდა.

პაციენტს ოპერაცია კლინიკა "ბომონდში" ჩაუტარდა, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სოცოცხლის  მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები