19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდ ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში "კრიმინალური ავტორიტეტი" ვატო ყიფიანი გუშინ დააკავეს.

გამოძიება 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.წ. 2021 წლის 25 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები