03 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
"ვარკეთილაირისა" და "ენერგოკავშირის" გაზის სამომხმარებლო ტარიფი, 8 თეთრით, ხოლო "გასკო+ის" - 5 თეთრით ძვირდება

სემეკის გადაწყვეტილებით, "ვარკეთილაირისა" და "ენერგოკავშირის" გაზის სამომხმარებლო ტარიფი, 8 თეთრით, ხოლო "გასკო+ის" - 5 თეთრით ძვირდება.

გადასახადის გაზრდა კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გათვალისწინებით მოხდა.

კორექტირებული ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დღის ამბები