04 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ჩეხეთი რუსეთს 2014 წელს იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო, კომპენსაციის გადახდას სთხოვს

ჩეხეთი რუსეთს 2014 წელს იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო, კომპენსაციის გადახდას სთხოვს.

რუსეთის ელჩი ჩეხეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს და დიპლომატიური ნოტა გადასცეს, რომელშიც აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზეა საუბარი.

ოფიციალური პრაღა მოსკოვისგან 700 მილიონი ჩეხური კრონის გადახდას ითხოვს, რაც დაახლოებით 27 მილიონი ევროა.

კომპენსაციის მოთხოვნას, კრიტიკით პასუხობს კრემლი. საგარეო უწყებაში სასამართლოს გარეშე გადასახადის მოთხოვნას გამომძალველობად აფასებენ.

დღის ამბები