06 სექტემბერი 2026,   02:04
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება - პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამ მოსამართლესთან უნდა შედგეს გასაუბრება, მათ შორისაა დიმიტრი გვრიტიშვილი.

პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გასაუბრების შეჩერებას ითხოვენ. ორგანიზაციებში დარწუნებული არიან, რომ საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად გვრიტიშვილს წარუდგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”უფლებები საქართველო” მართლმსაჯულების პროექტის კოორდინატორი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ გასაუბრების პროცესები აცუიელბლად უნდა შეჩერდეს, რადგან სასამართლო კეთილსინდისიერ მოსამართლეებს ვერ დანიშნავს.

დღის ამბები