რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ "თიბისი ბანკის" საქმეზე სასამართლო განხილვები ახლდება.
დაცვის მხარე მიმდინარე პროცესს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს.
"ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ საქმეს სამართლებრივი ჩარჩოები არ აქვს და ვერც ერთი მტკიცებულება დანაშაულს ვერ ადასტურებს.