06 სექტემბერი 2026,   08:13
ვრცლად
ჩვენი პოზიცია სამართლებრივად დასაბუთებული იქნება და წესით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს - პაატა სალია "რუსთავი 2-ის" საქმეზე

სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის 60%-ზე დავობენ. რაც შეეხება "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის პოზიციას, პაატა სალიას თქმით, აღნიშნულ დავას არგუმენტები არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს:

"მოთხოვნა არის ჯამში 60%-ის, 30% ბატონი დვალის და 30% ბატონი აქიმიძის სასარგებლოდ რეგისტრაციისა. ანუ ქიბარ ხალვაშს გაუუქმდეს რეგისტრაცია და მესაკუთრეებად ცნობილი იყვნენ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ მიუხედავად გარკვეული მსგავსებისა, ძალიან ბევრი განსხვავებაა იმ საქმესთან, რასაც ვაწარმოებდით ჩვენ ყარამანიშვილების წინააღმდეგ. კერძოდ, ხანდაზმულობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითად განსხვავდება იმ მოცემულობისაგან, რაც იყო ჩვენ შემთხვევაში და მეორე ასევე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ქიბარ ხალვაშისაგან განსხვავებით, მხარეებს მიღებული აქვთ საკმაოდ დიდი ანაზღაურება.

მგონია, რომ ჩვენი პოზიცია სამართლებრივად დასაბუთებული იქნება და წესით, სარჩელი, იმედი გვაქვს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს,"- განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები