
მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან მდინარე ენგურში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
სოფელ იდლიანის მკვიდრი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა. შემთხვევის დროს, მძღოლი მიკროავტობუსში მარტო იმყოფებოდა.