მედიაზე განხორციელებული რადიკალური ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაშავდა - "ტვ პირველის" ოპერატორმა ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
"ტვ პირველის" ოპერატორი ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაწესებულებაში გადაჰყავს.
შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფებსაც გაუსწორდნენ, მათ "რუსთავი2-ის" კუთვნილი აპარატურაც დააზიანეს.
შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.
განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძმ ეპასუხისმგებლობა - ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას.