"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული.
რატომ არ აღმოჩნდა ვიზიტზე უარისთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი, - ამის გარკვევა "პრაიმ ტაიმმა"თავად თეონა ბაღდავაძესთან სცადა.
თუმცა, თეონა ბაღდავაძემ განაცხადა, რომ "პრაიმ ტაიმთან" არ თანამშრომლობს. ამასთან, ადასტურებს, რომ მოსკოვში, აგვისტოს ომის შემდეგ, ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა.
“პრაიმ ტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ, ბოლო დროს რუსოფობიური განწყობებით ცნობილი აქტივისტი, რომელიც, წლების განმავლობაში, რუსული კომპანიის პიარი იყო, აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენჯერმე სტუმრობდა ოკუპანტ სახელმწიფოს. ის რუსეთში 2011, 2013 და 2014 წლებში იმყოფებოდა.