ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.
ცნობისთვის, ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე დილიდან იკრიბებოდნენ. მათივე თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ "თბილისი პრაიდმა" ღირსების მარში გამართოს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს "თბილისი პრაიდისა" და "სიცხვილიას" ოფისები.