რუსთაველის გამზირზე სიტუაცია ისევ დაიძაბა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლიციელს სახეში გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს.
ამასთან იტყობინებიან, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქება მოხდა.
პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, ამატებენ რკინის ჯებირებსაც.