04 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
მერლინ მენსონი ლოს ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა

მუსიკოსი მერლინ მენსონი ლოს ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. საქმე ეხება 2019 წელს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებას. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს ქალაქ გილფორდის პოლიციაზე დაყრდნობით.

ჩაბარების შემდეგ მუსიკოსი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ აღარ ჩაიდენს დანაშაულს, დაესწრება სასამართლო სხდომებს და არ იკონტაქტებს მსხვერპლთან.

მენსონს ბრალი წაუყენეს 2019 წლის აგვისტოში ნიუ-ჰემფშირში გამართულ კონცერტზე ვიდეოოპერატორზე თავდასხმის ორ ეპიზოდში. დაზარალებულის თქმით, მუსიკოსი მასთან ახლოს მივიდა და ობიექტივში შეაფურთხა. მენსონის დაპატიმრების ორდერი იმავე წლის ოქტომბერში გაიცა, მაგრამ იგი პოლიციაში არ გამოცხადებულა.

მუსიკოსს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ორი ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

დღის ამბები