20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
ლექსო ლაშქარავას ტრაგედია გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა, სადაც ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე და ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ეს იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში!

ამ ადამიანის ტრაგედია გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. ნებისმიერი სახის ძალადობა არის დასაგმობი,"- ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები