24 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
რუსეთში 34 წლის მამაკაცი ბავშვთან ერთად აივნის გარეთა მხარეს გადაძვრა და გადახტომით იმუქრება - ის ყვირის, რომ ცოლმა უღალატა

რუსეთში, ქალაქ ირკუცკში 34 წლის მამაკაცი 3 წლის შვილთან ერთად აივნის გარეთა მხარეს გადაძვრა და გადახტომით იმუქრება.

როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, მამაკაცი შვილთან ერთად უკვე საათზე მეტია, აივნის გარეთა მხარეს იმყოფება.

"სად არის ჩემი ცოლი?" - ამ შეძახილებით მამაკაცი მეუღლის მოსვლას ელოდება. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ყვირის, რომ მას ცოლმა უღალატა.

ცოლ-ქმრის განქორწინების პროცესი გუშინ დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა მეუღლეს მესიჯი მისწერა : "ნახავ რა სიურპრიზი მოგიმზადე. პირდაპირ ეთერში განახებ, როგორ მოვკვდებით."

ადგილზე მობილიზებული არიან გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ, მშვიდად იმუშაონ, რათა მამაკაცი არ შეაშინონ და მის მიერ მკვეთრი მოძრაობების პრევენცია მოახდინონ. 

მამაკაცთან მოლაპარაკებების გასამართად ფსიქოლოგიც მივიდა. სამართალდამცავებს კი სახლთან მისი მეუღლე მიჰყავთ.

დღის ამბები